საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 17:50, 23 May, 2017     1182
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოსა და ევროსტრუქტურების შორის ურთიერთობების საკითხებზე გამახვილდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა, პოსტვიზალიბერალიზაციის პერიოდსა და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან საქართველოს მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „ჩვენ გადავდივართ სხვა ფაზაში, როდესაც კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან უფრო მეტად დაახლოებაზე. განვიხილეთ, თუ რა კონკრეტული მიმართულებით შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელშესახები იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, ევროპარლამენტარებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოგვილოცეს ვიზის ლიბერალიზაციის მიღება. „საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელშიც ევროპარლამენტს დიდი წვლილი მიუძღვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ამ მონაპოვარს უნდა გაუფრთხილდეს. ამ საკითხს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან იმისთვის, რომ საქართველოში ვიზის ლიბერალიზაციის გრძელვადიანი გამოყენების პროცესს შეფერხება არ შეექმნას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზეც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპარლამენტარები მიესალმებიან ვენეციის კომისიასთან საქართველოს პარლამენტის მჭიდროდ თანამშრომლობას. „ჩვენ საქართველოს პარლამენტის მხრიდან არაერთხელ დაგვიფიქსირებია, ჩვენი მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე ახლაც ბერლინში იმყოფება, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტი ვენეციის კომისიისა და ექსპერტების ჩართულობით განიხილება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკო ზოიძე ესწრებოდნენ.

ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები დღესვე, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42