საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრემიერმინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა
პოლიტიკა - 17:48, 23 May, 2017     1302

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების თემები.

თურქეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან დაკავშირებულია უამრავი, ძალიან საინტერესო ინიციატივით, რომელიც ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასაც. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ამ თანამშრომლობას.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებულად და დინამიურად ვითარდება.

„საქართველოს თურქეთთან ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნები ემზადებიან ბრიუსელის სამიტისათვის, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

გარდა ამისა, საქართველო - ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში თურქეთი მონაწილეობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში და ყველა იმ რეფორმაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ნატო-სთან ინტეგრაციის მიზნით. ასე რომ ეს ჩართულობა უაღრესად ხელშემწყობია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე და ასევე თურქეთის მთავრობის წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42