საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პოლიტიკა - 17:01, 23 May, 2017     1113
საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა- ამის შესახებ "ნიუპოსტს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.


მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადება წარმოადგენდა.

"გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, სამიტზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე და ლიტვის პრეზიდენტს ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ნატო-ში სამომავლო ინტეგრაციის კუთხით.

ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის, მისი ხელისუფლებისა და ლიტველი ხალხის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების მიმდინარეობის საკითხები, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები და უსაფრთხოების გამოწვევები.

დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყნის კეთილდღეობა და შემდგომი განვითარება უსურვა"- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42