საქართველო შიდა აუდიტორთა საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს
პოლიტიკა - 16:27, 23 May, 2017     1067
23 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, საერთაშორისო შეხვედრა - "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები" გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.

"დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესოა, რადგან ის მიმოიხილავს იმ ბოლო ტენდენციებს, რაც დაკავშირებულია შიდა აუდიტის საქმიანობასთან. შიდა აუდიტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისთვის. ეროვნულ ბანკში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭეთ ამ მიმართულებას. მახსოვს 1993-1994 წლებში, როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი, მაშინ ეყრებოდა საფუძველი ამ ყველაფერს და დღეს სასიამოვნოა, რომ ასეთი მიღწევები გვაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს მუდმივი კონსულტაციები იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. დღევანდელი შეხვედრა კარგი საშუალებაა იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს, რა განსხვავებები გვაქვს და როგორ უნდა მივაღწიოთ საერთო მიზნებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები შიდა აუდიტის სფეროდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროების წარმომადგენლთა ჩართულობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ირანის, ყირგიზეთისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები.

შეხვედრას უძღვებიან შიდა აუდიტის სფეროს ცნობილი ექსპერტები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკიდან - რობერტ კორნელისი და ანეტ მანი. მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებში, რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომა, თაღლითობის რისკის შეფასება, თაღლითობის პრევენცია და აღმოჩენა, თაღლითობის კვლევის ტექნიკები, შიდა აუდიტის დამატებითი ღირებულება კორპორატიულ მმართველობაში, დაცვის მესამე ხაზის ღირებულების მაქსიმიზაცია, შიდა აუდიტის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42