ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საიამ საკუთარი მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა
პოლიტიკა - 15:34, 23 May, 2017     958

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.

საიას მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროფესიული საიდუმლოების განმარტება, შიდა მოხმარების დოკუმენტთა ჩამონათვალი, საჯარო ინფორმაციის წლიური ანგარიშების შინაარსი და მათი შემდგომი განხილვის პროცედურა, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, არაგონივრული საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი მუხლის დახვეწა, საჯარო ინფორმციის განსაიდუმლოებისა და დასაიდუმლოების საფუძვლები, ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის თანამდებობაზე არჩევის პროცედურა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და აღსრულების ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციების ოდენობა და სხვა საკითხები.

საიას მოსაზრებით აუცილებელია აღინიშნოს, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის პროგრესული ბუნება, რომელიც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, როგორიცაა საჯარო დაწესებულებათა წრის გაფართოება, საჯარო ინტერესისა და ზიანის ტესტის შემოტანა, დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ღია მონაცემების ერთიანი პორტალის შექმნის ვალდებულების დაწესება, ეფექტური უფლებამოსილებებით აღჭურვილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის შექმნა, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განსაზღვრა და სხვა.

საიას შეფასებით ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის განახლება უდაოდ წარმოადგენს დროულ და აუცილებელ საჭიროებას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო სექტორში არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ აღნიშნული კანონპროექტი დროულად იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი მხარს დაუჭერს მას. რაც მთავარია, იმედი გვაქვს, სრულად შენარჩუნდება ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც მისი ამჟამინდელი რედაქციის შემადგენილი ნაწილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42