საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ბათუმში შეხვედრას მართავენ
პოლიტიკა - 15:32, 23 May, 2017     1036

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა რიგით მეხუთე შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყეს. ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, ასევე სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისკენაა მიმართული. მინისტრებმა ერთმანეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამმხრივ თანამშრომლობაზე გამახვილდა. მინისტრებმა სამივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრეს და მომავალში სამმხრივი წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი გამოთქვეს. საქართველო კი, აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაც განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პირველად გაიმართება და მას საქართველო უმასპინძლებს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სამივე ქვეყნის პირველ სამხედრო პირებს შორის დაწყებული ფორმატი პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მინისტრებმა სამხედრო-სპორტული მიმართულებით სამმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხიც მიმოიხილეს.
შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას, აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმია.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42