უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია- ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 15:16, 23 May, 2017     939

„არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

„ის ცვლილებები, რომელიც შედის სასამართლოსთან დაკავშირებულ კონსტიტუციის თავში, მიმაჩნია, რომ არის გაუმჯობესება და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინა დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა მოსამართლეების დანიშვნის საკითხის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება.

„რაც შეეხება რიგითი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ჩვენ კომისიაზე, პრინციპში, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ხდებოდეს ღია წესით. ღია წესით იყო 2012 წლამდე, იყო ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2013 წელს შეიცვალა და გახდა დახურული. ამიტომ, ისევ გახსნას მგონი ცოტა უფრო მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც ამ საკითხზე ითქვა უარი საბოლოო კენჭისყრაზე. ვნახოთ, რას გვეტყვის ვენეციის კომისია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42