„გვერდს ვერ ავუვლით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. პრეზიდენტის აზრით, არსებული, საკმაოდ არაორდინარული ვითარება, საფრთხეს უქმნის აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებას. დღეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ინციდენტი ცდება კრიმინალურ შემთხვევას და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საგამოძიებო პროცესის მიმართ. ამ გამოძიებას აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმე სახელმწიფო უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებას ეხება. პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოთა ეფექტურად ფუნქციონირების გარანტი, ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მომავალშიც მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას.“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






