"საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ თანხმობის დოკუმენტი უნდა შეიქმნას"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:09, 23 May, 2017     1126
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა კომენტარი დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი:

„რაც შეეხება საკონსტიტუციო საკითხებს. მოგეხსენებათ ბერლინში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა.

კომისიის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუცია იყოს სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი.

საკონსტიტუციო ცვილელებებთან მიმართებაში, პრეზიდენტი პირველივე დღიდან სწორედ კონსენსუსური დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. ამის შესახებ განცხადება მას არაერთხელ აქვს გაკეთებული.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები, წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გამოვნახოთ გზა და შევქმნათ საერთო ეროვნული თანხმობის კონსტიტუცია, რომელიც ყველასია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდებაც.“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42