გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი ზუგდიდსა და იონავას შორის გაფორმებული დამეგობრების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. გამგეობის დელეგეციას მასპინძლობას ქალაქიონავას მერი ევგენიუს საბუტისი უწევს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და იონავას მერმა ევგენიუს საბუტისმა ურთიერთანამშრომლობისმემორანდუმს ხელი 2017 წლის 18 მაისს მოაწერეს. ხელშეკრულების მიზანი ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, გამოცდიალების გაზიარება და კულტურულიღონისძიებების მხარდაჭერაა. გამგეობის დელეგაცია, აგრეთვე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას ზუგდიდის ფოლკლორულ ანსამბლ „ოდოია“-სწევრები მიიღებენ. მეგობრობას ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის საფუძველი ქალაქ იონავაში, საერთო-სახალხო დღესასწაულზე 2013 წელს ჩაეყარა.
მასალის გამოყენების პირობები






