ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თანათავმჯდომარედ რომან კაკულია, ირინე ფრუიძე კი, ვიცეთავმჯდომარედ აირჩიეს
პოლიტიკა - 14:43, 23 May, 2017     1029

კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ენერგეტიკის სფეროში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას, 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების ხელშეკრულების განხორციელებას და ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენის დაძლევის გზებს განიხილავენ.

სხდომაზე, რომან კაკულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების თანათავმჯდომარედ, ხოლო ირინე ფრუიძე ვიცეთავმჯდომარედ აირჩიეს.

კომიტეტის სხდომაზე ანგარიში თემაზე: „ეკონომიკური კრიზისის გავლენის დაძლევა ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად“ განიხილება, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის, თანაავტორობით მომზადდა.

ღონისძიებაში ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში საქართველოს პარლამენტიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, ლევან კობერიძე მონაწილეობენ.

სხდომაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მოლდოვის მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42