მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში - საზოგადოების დაკვეთა თუ რუსული ზეგავლენა
პოლიტიკა - 13:19, 23 May, 2017     2146
მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერი გაკეთდება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყნის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებს ვერ იყიდიან. გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, საკანონმდებლო შეზღუდვის კონკრეტული ფორმულირება.

მიწის გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათი თქმით, მიწის შესახებ კანონს ორგანული კანონი უნდა არეგულირებდეს და არა კონსტიტუცია.

ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის თქმით, მიწის გაყიდვის აკრძალვის კონსტიტუციაში შეტანა, რუსული პოლიტიკის გამეორებაა.

"კონსტიტუციაში არ იწერება ყველა დეტალი, თუ არის გარკვეული დებულებები ამისთვის საჭიროა ამისთვის არის ორგანული კანონი. კონსტიტუციის დონეზე რაღაც საკითხების აყვანა, მიწის საკითხი იქნება თუ ქორწინების, ეს არის პირდაპირ რუსული ზეგავლენის გამოხატულება, რომელიც განაწყობს ქვეყანას ანტიევროპულად და ანტიდასავლურად. თითქოსდა ვიღაც, მიწას, ქართველობას, ან კიდევ რაღაცას გვართმევს. ეს არის შემოგდებული თემები.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რუსულ პროპაგანდას უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ევროპული საქართველოს წევრებიც.

„ეს არის წმინდა რუსული საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც ებრძვი კერძო საკუთრებას და რომელიც მოუტანს ამ ქვეყანას იმას, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი შეისყიდის მიწებს გაცილებით იაფად და სამაგიეროდ ქვეყანა გაღარიბდება. წართმეული მიწები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ეს არის რუსული პროპაგანდა და ამას იყენებს არაერთი პარტია.“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს, უმრავლესობა თვლის რომ კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება ხალხის დაკვეთაა და მათი თქმით ისინი საზოგადოების მოთხოვნას ითვალისწინებენ.

„ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მოქნილი ვიყოთ. როგორ მოხდება ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. ფაქტია, რომ ჩვენს მოსახლეობას ეს თემა აწუხებს და ჩვენ, დეპუტატები ვალდებული ვართ, რომ საზოგადოების ეს მოთხოვნა გავითვალისწინოთ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42