ზუგდიდი ქალაქის სტატუსის გარეშე - ოპოზიცია საკრებულოს ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს
პოლიტიკა - 12:24, 23 May, 2017     1168
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ “ნიუპოსტს“ განუცხადა საკრებულომ შესაბამისი ოქმი მთელი რიგი დარღვევებით, უკანონოდ შედგა.

დეპუტატის თქმით, რეალურად არ დათვლილა ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი ზუგდიდისთვის თვითმმარველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ საკრებულო გუშინ შემდგარ ოქმს, ოპოზიციას არ აძლევს, რომ მათ სასამართლოს მიმართონ.

„ჩვენ ოქმის გასაჩივრებას ვაპირებთ, რადგან მთელი რიგი პროცედურული დარღვევებია ოქმთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ოქმში არ ასახულა - ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი, დოკუმენტში არც ის ასახულა კენჭისყრაზე რა საკითხი დადგა, ეს საკებულოს თავმჯდომარეს არ უთქვამს. სხდომის დარბაზიდან ქალბატონი თავმჯდომარის 2 ჯერ გაქცევისა და დაბრუნების შემდეგ არც არავის დაუთვლია მომხრეები, ქვორუმი საერთოდ არ დათვლილა სხდომაზე. გარდა ამისა, სხდომა ისე დამთავრდა, რომ ოქმში არც კი ჩაწერილა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვინ იყო მომხრე, ვინ წინააღმდეგი და თავი ვინ შეიკავა. ჩვენ ოქმი გუშინვე გამოვითხოვეთ, თუმცა ამ დრომდე ვერ მივიღეთ, რომ სამართლებრივად გავასაჩივროთ“- აღნიშნა წითლიძემ.

დეპუტატი თქმით, სარჩელს ის ვიდეომტკიცებულებაც დაერთვება. სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ღიად ამბობს, რომ მათ იცოდნენ თუ ვინ დაუჭერდა ღიად ინიციატივას მხარს.

მისი თქმით, პარტია იმ არასამთავრობოებთან ითანამშრომლებს, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ენმ სარჩელს დამოუკიდებლად შეიტანს.

სიტყვიერი დაპირისპირების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გუშინ ჩამოართვეს.

ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის შანტაჟზე ღიად საუბრობს. როგორც საკრებულოს ოპოზიციური ფრთა ნიუპოსტთან აცხადებს, შეროზიამ ხელსუფლებისა და სუსის ზეწოლას ვერ გაუძლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42