გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და ეს თანხა მას იმ პროექტებისთვის სჭირდებოდა, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო თავად შორენა თეთრუაშვილიც და რამდენიმე სასულიერო პირი.
„აკეთებდა პროექტს, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ასევე ჩაქვში აშენებულიყო სკოლა. ეს პროექტი არის კომპიუტერში, რომელიც არის დღეს პროკურატურაში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. შესაბამისად, აქ არანაირ უკანონო ქმედებაზე არ იყო საუბარი, უფრო მეტიც, ამის თაობაზე თვით შორენა თეთრუაშვილმა და კიდევ რამდენიმე მეუფემ იცოდა. რაც შეეხება ამ კომპანიას, პრაქტიკაში ერთი დღეც არ უმუშავია და ერთი ლარის ბრუნვაც არ ჰქონია მას, მაგრამ თემის გადაფარვის მიზნით, პერიოდულად იღებს დავალებებს საპატრიარქო პროკურატურისგან,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






