როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, გერმანიის მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ე.წ. სასამარეთლოში ხვალ გაასამართლებენ.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა ოკუპირებულ რეგიონში შესვლა თავდაპირველად ე.წ. გამშვებ პუნქტიდან სცადა, თუმცა ოკუპანტებმა ის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონის გამო უკან გააბრუნეს.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ამის შემდეგ ჟურნალისტმა ტაქსის მძღოლს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთხოვა დახმარება და აფხაზეთში შემოვლითი გზით გადასვლას შეეცადა, ეს უკანასკნელი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფიჩორთან აიყვანეს და ოკუპირებულ გალში, წინასწრადი დაკაების იზოლატორში მოათავსეს.
გერმანიის მოქალაქის დაკავებას უკანონოს უწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
როგორც სუს-ში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მომხდარის შემდეგ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული გერმანიის მოქალაქე. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად”- აღნიშნეს უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






