ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება
პოლიტიკა - 10:54, 23 May, 2017     1087
კონფერენციის მეორე დღე ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმობა.

„დაგვრჩა რამდენიმე სესია გარდამავალ დებულებებზე და სხვა საკითხებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედ ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კონსტრუქციაზე,რომლის მიხედვითაც მთლიანად ამოვწურავთ ამ ორი დღის განმავლობაში საკითხებს, რომლებიც იყო სამსჯელოდ გამოტანილი ამ კონფერენციაზე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დღეს განსახილველ საკითხებზე მედიასთან ისაუბრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

„კონფერენციის ეს ნაწილი უკვე ძირითადად დაეთმობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას. მთავრობის ნაწილში კონსტიტუციური ცვლილებებით არის შემოთავაზებული ახალი რეგულაციები, რომლითაც პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები მთავრობასთან მიმართებაში არის გაძლიერებული, სრულიად ახალი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი არის ჩამოყალიბებული. სასამართლოს ნაწილში არის დამატებითი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეს აისახება შეუცვლელობის პრინციპის დამკვიდრებაში, იმ პრინციპის დამკვიდრებაში, რომ რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეს, როგორც ეს ადრე მომხდარა, ვერ გაუშვებენ სახლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის გამოყოფა ხდება იუსტიციის სამინისტროდან“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42