საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
პოლიტიკა - 23:19, 22 May, 2017     1613

2017 წლის 22 მაისს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. თურქეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, ასეთი შემადგენლობით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა.როგორც მოგეხსენებათ პირველი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს ანკარაში. წელს კი ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, “-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკისმინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორისარსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42