„უსაფრთხოების თემი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ამ სახით თუ განხორციელდება, საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის,“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი აქცენტს კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე აკეთებს, სადაც ძირითად შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოხსენიებულია სხვა შეიარაღებული ძალებიც:
„გაუგებარი წარმოშობის, გაუგებარი ლეგიტიმაციის და ფუნქცია-უფლებამოსილების მქონე სხვა შეიარაღებული ძალების შექმნა კონსტიტუციით, ეს არ არის დებულება, რომელიც ნატო-სკენ მიმავალ ქვეყანაში უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას შეფასებით საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ პარტნიორებთან, ამიტომ უსაფრთხოების ძირითადი პარამეტრების შექმნის პროცესში საქართველოს პარტნიორებიც უნდა იყვნენ ჩართულნი:
„ძირითადი პარამეტრების შექმნის პროცესში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებაშიც პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს, უნდა ჩაერთონ ჩვენი პარტნიორებიც,“ - განაცხადა ქუთელიამ.
ამავე თემაზე უშიშროების საბჭოში შემდეგი შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






