ბიჭუნა პროვინცია კანდაგარში დაიჭირეს: იგი ნაგვის ურნებში საკვებს ეძებდა. ბავშვი რამდენიმეჯერ საკონტროლო პუნქტთანაც იმყოფებოდა, ჯარისკაცები და სამართალდამცავები კი მას საკვებს აძლევდნენ.
ადგილობრივი მმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თალიბებმა ბავშვს იმაში დასდეს ბრალი, რომ იგი ტერორისტებზე სამართალდამცავებისთვის ინფორმაციას აგროვებდა. კანდაგარის თვითმმართველობამ, აღნიშნულ ფაქტს არაადამიანური და ისლამის კანონების საწინააღმდეგო ქმედება უწოდეს.
მიუხედავად ამისა, მომხდარზე თალიბანი პასუხისმგებლობას არ იღებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თალიბებს ორი ბავშვის მკვლელობაში შარშანაც დასდო ბრალი, მათ 12 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა მოკლეს, მათაც თავები მოკვეთეს.
ეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ სირიელმა აჯანყებულებმა, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, 15 წლის მოზარდი საკუთარი მშობლების თვალწინ მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






