აუდიტის დასკვნაში არსებული დარღვევევი და გამქრალი დოკუმენტაცია - ჯაბა სამუშია წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე სუაბრობს
პოლიტიკა - 17:49, 22 May, 2017     1343
აუდიტის სამსახური თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის შემოწმების შედეგებს ასაჯაროებს. საქმე ეხება თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებს მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სწორედ ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა.

აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია. საკითხზე მან „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„ოთხი ძირითადი მომენტი გამოიკვეთა ბრიფინგზე, პირველი იყო დოკუმენტების გაქრობა, რომელზედაც საუბრობდნენ, რომ გარკვეული დოკუმენტაცია გაქრა თბილისის მერიიდან, მეორე საკითხი ეს იყო თუ რატომ არ მოხდა გაცვლა იმ დროს, როდესაც რეალურად აღნიშნული შპს დაზარალდა, მესამე, ეს იყო თანმიმდევრობა, ანუ მთლიანად პოცესი და მეოთხე, ეს არის ფასები, პირველი ორი იმ პერიოდს ეხება, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის თბილისში, ეს არის 2012-2014 წლები, 2014 წელს მოვიდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება, თბილისის საკრებულოში და აიჩიეს მერად დავით ნარმანია. მანამდე, პროცესი თუ რატომ გაქრა ეს დოკუმენტაცია, რატომ არ მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაცვლა, პასუხი უნდა გასცენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღნიშნულმა შპს-მ იმ დროს მიმართა თბილისის მერიას, სადაც ადასტურებს, რომ ჰქონდათ მიმოწერა მერიის წინა თანამშრომლებთან. თუმცა, დოკუმენტაცია არ არსებობს, გაქრა ეს დოკუმენტაცია და უნდა კითხოთ მათ, ვინც მაშინ მუშაობდა თბილისის მერიაში.

გადაწყვეტილება გაცვლასთან დაკავშრებით გულისმობს, რომ თბილისის მერიამ და საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, გადაწყვეტილება მივიღეთ აპრილში, პროცესი 2015 წლის იანვრიდან დავიწყეთ. ჩვენ, თბილისის თვითმმართველობა, არც მერია და არც საკრებულო ფასს არ განვსაზღვრავთ. ამისათვის არსებობს ეროვნული ბიურო. ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში არის დაფიქსირებული თანხა და ამ საექსპერტო დასკვნას ვეყრდნობით.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ საკითხთან დაკავშრებით, შპს რომელიც დაარსდა 2006 წელს გააჩნდა მიწის ნაკვეთი, ამ ტერიტორიაზე მასთან შეუთანხმებლად გაიყვანეს გზა, მას ჰქონდა მიმოწერა წინა ხელისუფლებასთან და არ აუნაზღაურეს ზარალი, მივიღეთ გადაწყვეტილება და აუნაზღაურდათ ეს ზარალი, აუნაზღაურდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაარსეს ეს კომპანია, არანაირი ცვლილება მენეჯმენტში, მმართველობაში, წილებში არ ყოფილა 2016 წლამდე, გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წლის აპრილში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42