„საქართველოს სსრ უმაღლესმა პროკურატურამ გამოიძია ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი და "ნეიტრალურ მოწმეებზე"® დაყრდნობით, დაადგინა, რომ პირველმა სწორედ თორდიამ დაარტყა ფარცხალაძის შნირს, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, ვინმე ჩოხელს, ხოლო ამ უკანასკნელმა თავდაცვის მიზნით, "სპრავედლივად" შეუბრუნა ხელი.
გაგიკვირდებათ და, პროკურატურისვე გავრცელებულ კადრებში სრულიად საპირისპირო ჩანს - ეს კრიმინალური ლექი შაკლების ხროვასავითაა მისეული თორდიას და, სავარაუდოდ, სიტყვიერი ბულინგის შემდეგ, უცბად იწყებს მის ცემას.
არა, საკუთარ ამომრჩეველზე რასაც ფიქრობს ივანაშვილი, კი ვიცით, მაგრამ ასე აშკარად შავზე თეთრის დარქმევა მაინც მეტისმეტია. ქოციც ადამიანია, ცოტა - სულ ოდნავ! - მაინც ეცით პატივი იმათ, ვინც ხვალ ისევ თქვენ უნდა გაგაპრავოთ. თორე ხალხმა ისედაც ვიცით, ვინ ხართ და რას იმსახურებთ.“- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






