ფარცახალაძე-მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - აუდიტის სამსახური დასკვნას ასაჯაროებს
პოლიტიკა - 15:29, 22 May, 2017     3412
აუდიტის სამსახური თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგებს ასაჯაროებს. საქმე ეხება თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებს მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სწორედ ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა.

საუბარია მიწის ნაკვეთზე სადაც 2012 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილი იქნა ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა (ავალიშვილის ქუჩა). აღნიშნული გზის დაახლოებით 97 მეტრიანმა მონაკვეთმა გაიარა შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე. კერძოდ, დაიკავა ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74%

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 2 615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ გადაუხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.
შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისათვის“ მიყენებული ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესზე, აუდიტის ჯგუფი სწავლობს რამდენიმე საკითხს:

შპს-ს გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ კი ზარალის შეფასება და ანაზღაურება განხორციელდა, 2016 წლის მდგომარეობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ გაასხვისა 1 კვ.მ 223 ლარად, ამ გათვლით 2012 წელს 2302 კვ.მ დაკარგვით მას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის ზარალი. მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერია განიხილავდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით. შესაბამისი მტკიცებულებები მერიის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თებერვალს შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელებმა კომპანიის 100%-ნი წილი მიყიდა შპს „როიალ დეველოპმენტს“ (შპს „როიალ დეველოპმენტის“ 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40%-ოთარ ფარცხალაძე; 15% - მანუახ ნანიკაშვილი) – 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი ). შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ ფლობდა აქტივს - მზიურის მიმდებარე ტერიტორიარე 2 302 კმ.მ მიწის ნაკვეთს და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას რომელიც მიადგა ახალი გზის გაყვანის გამო. 2016 წლის 29 ივნისს შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-ნი წილი შპს „როიალ დეველოპმენტმა“ 235 000 დოლარად მიყიდა ოთარ ფარცხალაძეს, კომპანიას ამ პერიოდისათვის უკვე საკუთრებაში გააჩნდა, ზარალის ანაზღაურების შედეგად, დელისის ქუჩის მიმდებარედ 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით შეადგენდა 2 980 200 ლარს. შესაბამისად თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაესხვისებინათ 232 000 დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი). შესაბამისად, შესწავლის საგანია რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე, და რატომ გახდა აუცილებელი ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით, კერძოდ 2 615 100 ლარის ღირებულების მიწების ნაკვეთებით.

აუდიტის სამსახურის განცხადებით ძირითადი მიგნებები, რაც მიმდინარე შემოწმების დროს გაკეთდა მიწის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით არის ის რომ:

• 2012-2016 წლებში შპს „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“ უშედეგოდ ითხოვს კომპენსაციას;

• 2016 წელს კომპანიის მესაკუთრის ცვლილებიდან 45 დღის ვადაში თბილისის მუნიციპალიტეტმა დაასრულა კომპენსაციის პროცედურა;

• მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსირებული ქონება 5-ჯერ აღემატებოდა ზარალის მიღების პერიოდში და ასევე, მიწის ნაკვეთში ახალი მესაკუთრის მიერ გადახდილ თანხას;

• ახალმა მესაკუთრემ 580 000 ლარად შეიძინა 2 615 100 ლარის აქტივის მქონე კომპანია.

რაც შეეხება აუქციონის საკითხს, აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თბილისი მერიამ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება დაასახელა.

• მომიჯნავე საკადასტრო ერთეულის მესაკუთრე გახლდათ 1 კომპანია (100% წილის მესაკუთრე ო.ფარცხალაძე);

• აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი 1.7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ღირებულება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42