„შსს მიკერძოებული მხარეა, ალბათ მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე“ - თორდია ძალოვან უწყებებს უპირისპირდება
პოლიტიკა - 15:20, 22 May, 2017     1780

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ფარცხალაძესთან მომხდარ ინციდენტზე შს სამინისტროს დღევანდელ განცხადებას პასუხობს. თორდიას თქმით, ძალოვანი უწყების მიერ გასაჯაროვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პირველი დარტყმა მისი მისამართით ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა, მღებრიშვილის უწყება კი ცდილობს, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი დაზარალებულად წარმოაჩინოს:

„როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო შს სამინსიტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს მე დავარტყიი პირველად ხელი ოთარ ფარცხალაძეს, მათივე კადრებიდან ჩანს როგორ მირტყამს პირველად ოთარ ფარცხალაძე, ამ კადრებიდან ჩანს რომ ეს არ იყო წამიერი შეხვედრა, ჩანს, რომ ინციდენტი მოხდა, კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ ვერ დავინახოთ მომხდარის გაგრძელება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან, ნათლად მეტყველებს მათ აგრესიას, მე ვერ დავინახე რომ პირველად დამარტყა ფარცხალაძემ, ამ კადრებიდან დავრწმუნდი, რომ მან განახორციელა პირველი დარტყმა.

მე მსურს ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯოდამარეს და პარლამენტის წევრებს შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, რადგან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა, ისინი სპეციალურად ახდენენ ისეთი კადრების გავრცელებას, რომელიც დაბადებს კითხვებს ვინ იყო პირველი თავდასხმის განმახორციელებელი, მათივე განცხადებები, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თვითდაზიანებები მივიყენე, ეს კადრებიც კი მეტყველებს საპირისპიროზე, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობს თავდასხმა, ამ დაწესებულებაში არის ბევრი კამერა, რომელიც ახლო ხედით წარმოაჩენს რეალობას, მოვითხოვ განსაჯაროვდეს ის კადრები რომელიც საზოგადოებას დაანახებს ვინ იყო პირველი თავდამსხმელი. ამ კადრებიდანაც ჩანს როგორ ვცდილობ განვერიდო მათ, ვინაიდან ეს იყო პირდაპირი მუქარა, სასაცილოა იმაზე საუბარი რომ მიხეილ ჩოხელს აქვს დაზიანება და საუბარი იმაზე, რომ ფარცხალაძე არის დაზარალებული. ე.წ. ნეიტრალურ მოქწმეებზე დაყრდნობით აკეთებს შს სამინისტრო განცხადებას, რომ პირველი თავდასხმა ჩემგან მოხდა. ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც თავდამსხმელი ამდენ ადამიანზე, საბოლოო ჯამში ალბათ ამაზე გააკეთებენ აპელირებას, სამარცხვინო იყო დღევანდელი მათი ბრიფინგი და სამარცხვინოა ის, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადფა ლაშა თორდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42