ბერლინში საქართელოს კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ
პოლიტიკა - 15:05, 22 May, 2017     1139
ბერლინში, კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ. ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა GIZ-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის ხელმძღვანელმა, თომას მაიერმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორმაგად საამაყოა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გერმანული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობს. გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შატშნაიდერმა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნების მნიშვნელობა ზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისია, რომელსაც სათავეში ირაკლი კობახიძე უდგას, მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან. მისივე შეფასებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მოკლე პერიოდში, საკმაოდ შთამბეჭდავ სამუშაო შეასრულა. დირკ შატშნაიდერმა აღნიშნა სამუშაო პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაც და განაცხადა, რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ისევე, როგორც თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან ქართული სახელმწიფოს გახსნილობის დასტურია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კონფერენციაზე დამსწრეებს მიესალმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი, მიხაელ ზიბერტი.

„ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, განსაკუთრებული პატივია მივიღო მონაწილეობა ამ იურიდიული დარგობრივი კონფერენციის გახსნაში. განსაკუთრებით სასიხარულოა რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმავდროულად, იურისპუდენციის დოქტორთან ერთად, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დიუსელდორფის უნივერსიტეტს, ერთად გავხსნა კონფერენცია. თქვენ, ფაქტობრივად, გერმანულ იურიდიულ სკოლას წარმოადგენთ. ასევე, ბატონი ლადო ჭანტურია, რომელიც, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს ელჩი გერმანიაში, წლების განმავლობაში იყო GTZ- ისა და GIZ-ის სრულუფლებიანი საგანგებო წარმომადგენელიც. ქართულ -გერმანული სამართლებრივი ურთიერთობები, ორმხრივი ნაყოფიერი აზრთა გაცვლა, გაზიარება, არ სრულდება კანონზე თუ კანონპროექტზე, თუ კონსტიტუციის შესახებ კონსულტაციით“,- განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.

მისი განცხადებით, საქართველომ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის შეფასებით, კონსტიტუციურ კანონპროექტში ბევრი რაციონალური კომპონენტია ჩადებული.

„ჩვენი აზრით, საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან მაღალ დონეს მიაღწია, მართლმსაჯულება არის ფაქტობრივად შემადგენელი ნაწილი ამ მიმართულებისა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო გასული 20 წლის განმავლობაში, ძალიან პროგრესული ქვეყანა იყო და რჩება ასეთად.

წინამდებარე კანონპროექტში ძალიან ბევრი რაციონალური კომპონენტია ჩადებული. პირველ რიგში, სახელმწიფო მიზნების განსაზღვრა, ასევე, ძირითადი უფლებების სუბიექტური კომპონენტები და ზოგადად, პარლამენტის გაძლიერების აქცენტი. კონსტიტუცია არის კონსტიტუციური რეალობა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ეს არის სამართლებრივი კულტურა, პოლიტიკა და სოციალური ურთიერთობები კონსტიტუციურ ჭრილში“,- განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანელ პარტნიორებს კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანული კონსტიტუციონალიზმი ერთ-ერთი სანიმუშოა მსოფლიოში, რის გამოც, კონფერენციის ბერლინში გამართვას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიას, უცხოელ პარტნიორებს და საერთაშორისო ექსპერტებს, ასევე, კონფერნეციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

„საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც ძალიან მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა. როგორი არასტაბილურიც იყო გასული ოცი წლის განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია, ისეთივე არასტაბილური სახით წარიმართება სამწუხაროდ, საქართველოში, პოლიტიკური პროცესები.

ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ძალიან მყარი დოკუმენტი და მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა: კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართული კონსტიტუციის შემუშავება.

„დღევანდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში.; მეორე ამოცანას რაც შეეხება, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენი მეორე ამოცანა გახლდათ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად. და მესამე: იურიდიული ტექნიკის კუთხით, ქვეყნის ძირითადი კანონი საკმაოდ გაუმართავი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამივე მიზანი არის მიღწევადი მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი და მას შემდეგ, რაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გამართული პროცესი დაედოს საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ყველა დაინტერესებული სუბიექტი იყო წარმოდგენილი, სამუშაო პროცესი იყო აქტიური და ყოველი შეხვედრა კონკრეტული, განსაზღვრული მიზნით იმართებოდა, მისივე თქმით, განსხვავდება წინა კომისიის გამოცდილებისგან. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის - ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის არსებობა მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობთ, რომ სამივე მიზანი, რომელიც ჩვენ გვქონდა დასახული, იქნება სრულფასოვნად მიღწეული და ჩვენი ამოცანა არის ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია და ვფიქრობთ, რომ ამ გზაზე დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია ჩვენ ძალიან წაგვადგება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენცია, რომელსაც მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფეროსი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევს, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42