"ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია! ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან"- გოცირიძე
პოლიტიკა - 14:16, 22 May, 2017     2516
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, ფსიქიური ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ათასობით პაციენტი მკურნალობის გარეშეა დარჩენილი. გოცირიძე ამ საკითხის მოუგვარებლობას უკავშირებს დანაშაულებსაც, რომელსაც ამ პრობლემების მქონე ადამიანები ჩადიან:

„ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!

თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა რაიმე დანაშაული არ ჩაიდინოს ან საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი.

გუშინ ახალგაზრდა ქალმა კვლავ მოკლა მშობელი.

ოთხმილიონიან ქვეყანაში იმაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე მასზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში.

ათასობით პაციენტი არის დარჩენილი მკურნალობის გარეშე. ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება-საავადმყოფოებით დაწყებული, პოლიკლინიკებით დამთავრებული. ეს ფული დასავლეთში ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც კი არ ეყოფოდა.

მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება. პირიქით, ლარის გაუფასურებისა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო, რეალურ გამოხატულებაში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად და უსინდისოდ ექცევიან.

გასარეკია მთელი სამინისტროს უფროსობა!“- წერს რომან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42