"კონსტიტუცია უნდა იყოს ჩვენი ისტორიის, პოლიტიკური კონტექსტის და ეროვნული თანხმობის დოკუმენტი"- დოლიძე
პოლიტიკა - 14:14, 22 May, 2017     944
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კონსტიტუცია ქართულ რეალობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ბერლინში სამუშაო ვიზიტად მყოფმა დოლიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე, სამ ძირითად თემაზე ისაუბრებს:

„სამი ძირითადი თემა გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია კომისიამ და ექსპერტებმა მიიღონ მხედველობაში.

ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ეროვნულ კონსენსუსს, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მოთამაშეების - პარტიების, ორგანიზაციების, ჯგუფების ინტერესებს და ხედვას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს დაკავშირებული ქართულ რეალობასთან, ჩვენ არ შეგვიძლია მოვიტანოთ კუდი ერთი ცხოველისგან, თავი მეორე ცხოველისგან, ტანი მესამე ცხოველისგან და ვთქვათ, რომ რაღაც ორიგინალურს და ქართულს ვქმნით.

ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, უნდა იყოს გამოძახილი ჩვენი ისტორიის, ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის, ჩვენი ინტერესების“,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებზე.

„რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ალბათ უფრო სამი საკითხი იქნება. ეს არის თავდაცვისუნარიანობა, სისტემა რომელსაც გვთავაზობენ უნდა აუმჯობესებდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე იქნება საუბარი პრეზიდენტის არჩევნებზე და იქნება საუბარი პარლამენტის არჩევნებზე, ყველაზე პრინციპული თემა აქ, რა თქმა უნდა, არის ბონუსის სისტემის გაუქმება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42