ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული აიპები ერთმანეთს უჩივიან
პოლიტიკა - 13:54, 22 May, 2017     2594
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ნანა ჯოხაძე) ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურის (მომსახურების სერვისცენტრის) და საფეხბურთო კლუბ "გურიას" სასამართლო პროცესი ამ წუთებში დაიწყო.

დასუფთავების სამსახური, კლუბ "გურიას" 10 ათას ლარს ედავება.

როგორც "გურიი მოამბეს" დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ ჭიჭილეიშვილი უთხრა, 2015 წელს დასუფთავების სამსახურმა ლნჩხუთის "გურიას" კლუბში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, 10 ათასი ლარი ასესხა. კლუბს თანხა ერთი წლის ვადაში უნდა დაებრუნებინა, თუმცა, მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებებისა სერვისცენტრს თანხა დღემდე არ დაბრუნებია:

"ამის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვექმნა და ვითხოვთ სასამართლოს ძალით თანხის დაბრუნებას. 2015 წელს რამდენიმე დაგეგმილ სამუშაოზე უარი ვთქვით იმის გამო, რომ ლანჩხუთის გურიას დავხმარებოდით. მთელი რიგი სამუშაოები სეკვესტრში მოჰყვა. კლუბმა უარი გვითხრა ვალის დაბრუნებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა და ახლა სასამართლოში გვიწევს ამის გარკვევა".

მოპასუხე მხარეს, ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის დირექტორი, ლანჩხუთის ყოფილი პროკურორი ლადო გვარჯალაძე წარმოადგენს. თუმცა სასამართლო სხდომაზე "გურიას" წარმომადგენელი არ გამოჩნილა.


თეა იოსელიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42