გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, მათ უკვე შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებზეც აუდიტის სამსახურის ხელმძღვნელი საუბრობს და მერიის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის დროს კანონდარღვევა არ იკვეთება.
„ეს არ არის დამოუკიდებელი და მთავარი აუდიტის მიერ გამოტანილი დასკვნა. ეს იქნება დაინტერესებული, ბატონი ლაშა თორდიას გამოტანილი დასკვნა, რაიმე სახის სამართლებრივ გადაცდომაზე საუბარი ზედმეტია, აღნიშნულ დოკუმანტაციას საფუძვლიანად იცნობს დაცვის მხარე. თავიდან ბატონი ოთარ ფარცხალაძის მიმართ დაიწყო ე.წ „ელ ცენტროს შემთხვევით“, შემდგომში კი პოლიტიზირებული იქნა აღნიშნული შემთხვევა“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი ოთარ ფარცხალაძის მიერ რესტორან ელ ცენტროში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერის ფლობასაც უარყოფს. მისი თქმით მოთხოვნის მიუხედავად, რესტორანს ვიდეო ჩანაწერი მათთვის ჯერჯერობით არ გადაუცია.
მასალის გამოყენების პირობები






