სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, რისკის შემცველია ის გარემოებები, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს. მისი თქმით, საქმე ეხება ოთარ ფარცხალაძის პრივილეგირებულ მდგომარეoბაში ჩაყენებას. თორდია ფიქრობს, რომ აუცილებელია, სამართალდამცველმა უწყებამ აღნიშნული ფაქტები დამატებით შეისწავლოს.
„ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია მერიაში მიწების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ასევე აუქციონების პირობებთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახურს აქვს კითხვის ნიშნები და ვფიქრობთ, რომ რისკის შემცველია ის გარემოებები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარი ეხება ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის, ოთარ ფარცხალაძის გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად, ამ რისკებზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ აუცილებლად არის დამატებითი შესწავლა საჭირო სამართალდამცველი უწყების მხრიდან.“ - განაცხადა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






