,,გუშინ ძალიან მძიმე ღამე იყო. ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა სტიქიამ, მაგრამ განსაკუთრებით დაზიანდა გურჯაანის 5 სოფელი, ლაგოდეხის რაიონში 2 სოფელი და ზარალი შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობა. რამდენჯერმე იყო სეტყვის დიდი რეციდივები, მაგრამ მოხერხდა თავიდან აცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კახეთში არა მხოლოდ ვენახის, არამედ სხვა კულტურების მოსავალსაც 90% ვერ მივიღებდით“ - აცხადებს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება ზარალს, გუბერნატორი ამბობს, რომ ხვალისთვის ზარალი სრულად იქნებდა დათვლილი.
,,ზარალის დათვლის პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხალხი ცდილობს მოაწესრიგოს თვისი ვენახები, რისი გადარჩენაც შეიძლება. ხვალ შუადღისთვსი ზარალი მთლიანად იქნება ფაქტობრივად დათვლილი“ - ამბობს გუბერნატორი.
ირაკლი ქადაგიშვილმა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინსიტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რისკების გამო, ყველასთვის ხლსაყრელია მოხდეს მოსავლის დაზღვევა, რათა გლეხმა სტიქიის შემთხვევაში დაცულად იგრძნოს თავი.
,,ჩემი ინფორმაციით ყველა მეტნაკლებად მსხვილ მევენახეს და ხეხელის მწარმოებელს დაზღვეული აქვს მოსავალი. სახელმწიფო დაზღვევის თანხის 60% თვითონ აფინანსებს და მე ვფიქრობ, ვინც სოფლის მეუნეობითაა დაკავებული, ეს პარაქტიკა უნდა დანერგოს. წელიწადში დანახარჯი არის მინიმალური და თუ მოსავალი რისკის ქვეს დადგება, გლეხი დაცულად იგრძნობს თავს“ - აღნიშნა გუბერნატორმა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანა და მათ ყოფას საფრთხე ექმნება, სახელმწიფო საკუთარი სარეზერვო ფონდიდან ასეთ მოსახლეებს აუცილებლად დაეხმარება.
,,თუ სადმე არის სახლების ისეთი დაზიანება, რომელიც რისკს უქმნის და აფერხებს მოსახლის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საგანეგებო თანხები და რეზერვები, რომ დაეხმაროს მოსახლეს“ - განაცხადა ახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






