,,მამამ დედა მომიკლა.............
ძალადობის მსხვერპლი და შავი ისტორია
ინგა ლაგვილავა:
-- ჩხოროწყუში ნაფიჩხოვოში ვცხოვრობდით. მამამ დედა მოკლა. დანით და ნაჯახით აჩეხა, ეჭვიანობის მიზნიტ... მერე, დედას ძმებმა, შურისძიების მიზნით, ჩვენი სახლი დაანგრიეს, ნაცარტუტად აქციეს. მამას 10 წელი მიუსაჯეს. მას შემდეგ აგვერია ცხოვრება. თბილისში 6 წლის წინ წამოვედით. ახლა ჩემი ქმარიც პატიმრობაშია და მარტო ვზრდი ბავშებს. პირველი შვილი ორწელიწადნახევრის არის, მეორე წლისა და ნახევრის და აგვისტოში მესამეს ველოდები...

ნუცუბიძეზე, რაღაც დანგრეული შენობა ვიპოვეთ და იქ შევსახლდით. ტუალეტი არ გვაქვს, არც ელექტროენერგია, წყალს კილომეტრიდან ვეზიდები... აქ ყველაფერი ნანაგრევებად არის ქცეული. როგორც გარეთ, ისე სახლში წვიმს. გაუსაძლისი მდგომარეობააა. ხანდახან მეზობლები და სოციალური ქსელიდან გოგოები მეხმარებიან, მაგრამ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. გვიშველეთ!
,,სოლიდარობის სახლი" მადლობას უხდის მარიკო კაპანაძეს, ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის“.

მასალის გამოყენების პირობები






