საია დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს
პოლიტიკა - 17:26, 20 May, 2017     2076
საია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სასამართლო პროცეს ეხმაურება და მის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი.

"2017 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. პროკურატურა სხდომების დახურვას ასაბუთებდა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების არსებობით, რომელიც, მათი განმარტებით, როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ ასევე დაიხურა ამ საქმეზე აქამდე გამართული სასამართლო სხდომები.

19 მაისის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების საკითხებზე აპელირებას, თავად ბრალდებული არ დაეთანხმა და გააპროტესტა, როგორც პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ბრალდებულმა, ასევე მისმა ადვოკატებმა, პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს.

სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ: „სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.“

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. საჯარო ხასიათი იცავს მხარეებს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან. სხდომის საჯაროობა ასევე არის ერთ-ერთი საშუალება რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იქნას შენარჩუნებული . შესაბამისად, სხდომის დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, მაშინ როცა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით ვერ იქნება მიზანი მიღწეული.

თუ საქმეში არსებობს პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი; კერძოდ, სხდომის დახურვა ნაწილობრივ. სისხლის საამრთლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ანიჭებს მოსამართლეს ამგვარ შესაძლებლობას, როგორც მხარის შუამდგომლობით, ასევე საკუთარი ინიციატივით.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე - მხარეთა თანასწორობის უფლება.

გამოძიების ეტაპზე, ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ცალსახად ერთი მიმართულებით განვითარებას, ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ. ამ ფონზე, სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ - შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა - სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულოს უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას."- აღნიშნულია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42