გიორგი აბაშიშვილმა რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა
პოლიტიკა - 15:15, 20 May, 2017     1335
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა.

ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია და კომპლექსური მოწყობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ქართველი და ოსი ხალხის საერთო წარსულის მეხსიერების შენარჩუნებასა და ისტორიული კულტურის ერთიანობის წარმოჩენას.

“ამ მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ექსპონატები მთლიანობაში ქართულ კულტურას ასახავს. იმ ყოფას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

დაზიანებული ოსური სახლის რეაბილიტაცია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდად გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოსური კულტურა მთლიან, ქართულ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ჩვენი ოსი მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე დანარჩენ საქართველოში, ძალიან მდიდარი კულტურით გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი მონახულების საშუალება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ოსური სახლი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება და ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელსაა ჩამოტანილი.

პროექტის თანადამფინანსებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42