"ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს"- აშშ-ის თავდაცვის მდივნის წერილი იზორიას
პოლიტიკა - 12:57, 20 May, 2017     1021
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-თვის სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს.

„პატივცემულო მინისტრო, ჩემთვის პატივი იყო თებერვლის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თქვენთან შეხვედრა. დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი. თქვენი ქვეყნის წვლილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პარტნიორობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს.

მე დიდი პატივით მოვისმინე თქვენი შთამბეჭდავი და კარგად დასაბუთებული პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებზე და აღნიშნულის განხორციელების პროცესში თქვენი ძალისხმევის პროგრესზე. სიახლე რასაკვირველია საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება.

მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ველი ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას“- აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მატისის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42