"ტყვია ერთ-ერთი პაციენტის საწოლს მოხვდა"- ინფექციური საავადმყოფოში მომხდარ სროლას თვითმხილველი იხსენებს
შემთხვევა - 12:07, 20 May, 2017     1850
თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს მიმართულებით განხორციელებული სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარს ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს და აღნიშნავს, რომ ტყვიები ჯერ პალატის ფანჯარას მოხვდა და შემდეგ ერთი ტყვია ერთ-ერთი პაციენტის საწოლს.

"ღამის 11 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგეთ. ჯერ გარედან ისმოდა, მერე ფანჯრების გასკდომის ხმა იყო, რამდენიმე ტყვია მოხვდა ჩვენს ფანჯარას და მერე ერთი ტყვია უკვე ერთ-ერთის საწოლს. ბეწვზეა გადარჩენილი. სროლის ხმაზე მაშინვე ძირს დავწექით და რომ გაგრძელდა, მერე გარეთ გავხოხდი დაწოლილი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი კარებთან და 112-ში დავრეკე, რომ ველაპარაკებოდი, ამ დროსაც ისმოდა სროლის ხმა. ჩვენი პალატა კორპუსის ბოლოა და პირდაპირ უყურებს საცხოვრებელ კორპუსს და, როგორც ჩანს, იქიდან იყო სროლა," - ამბობს თვითმხილველი რუსთავი 2-თან საუბრისას და იხსენებს, რომ სრილამდე რამდენიმე წუთით ადრე პაციენტები ფეხზე იყვნენ და ფანჯარასთან მოძრაობდნენ და დიდი შანსია, სროლა რამდენიმე წუთით ადრე რომ მომხდარიყო მათ მოხვდებოდათ.

თვითმხილველის ვარაუდით, საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მთვრალმა ადამიანმა ისროლა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42