წოწორიას საქმე ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში შიშის დამკვიდრების მცდელობაა - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:25, 19 May, 2017     959

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ოჯახის წევრის სახლში ბათუმში, გუშინ ღამით სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. წოწორიას ძმის სახლიდან, როგორც შემდგომში უწყებამ განაცხადა, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

აღნიშნულს „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ეხმაურება. მისი განცხადებით, მომხდარი წოწორიას საქმიანობას უკავშირდება და შიშის დამკვიდრებას ემსახურება:

„არ ვიცი წოწორია რა შუაშია რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებით, როდესაც სტრასბურგის კოლეგიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ეს ამ ხელისუფლების მართვის ფორმა და სტილია, რომ ,,არ შერჩებათ ჩემს წინააღმდეგ გალაშქრება". ეს ალბათ უფრო შიშის დამკვიდრების სურვილია, თუმცა, ბევრმა სცადა საქართველოში ხალხის დაშინება, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხმა ამაზე პასუხი გასცა სულ სხვა ფორმით“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ნონა წოწორია მომხდარს სოციალური ქსელში გამოეხმაურა. მოსამართლის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი იფიქროს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ნონა წოწორია იმ მოსამართლეთა კოლეგიის წევრია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადო შეჩერება მიიღო. წოწორია ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის წევრია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42