შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს
პოლიტიკა - 14:25, 19 May, 2017     1093

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა.


ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო.


დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა.


შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42