ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
პოლიტიკა - 14:23, 19 May, 2017     996
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით: „What’s New, Georgia?”. ღონისძიების ფარგლებში ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ აუდიტორიას, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და სახელი გაითქვან საერთაშორისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია, ხოლო ორგანიზაცია „Project ArtBeat“, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით “Mother Georgia”, by Brian Griffin, რომელზე გამოსაფენი ფოტოებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის დაკვეთით „Comme des Garçons“ გადაიღო.

გამოფენის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც იაპონელ აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ კულტურასა და შემოქმედებას. ამასთანავე, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო, ხოლო უქმე დღეებში ერთ-ერთი იაპონური რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძების პრეზენტაციას გამართავს.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველო და ზოგადად ქართველი დიზაინერები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოდის საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც დიდი წვლილი უცხოეთში მოღვაწე, წარმატებულ ქართველ დიზაინერებს მიუძღვის. თუმცა, ამჟამად აღნიშნული ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა იაპონელი ხელოვანი Yoshie Itasaka-ია, რომელმაც ბოლო 6 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდში, საქართველოში 3 თვე გაატარა. სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში, Yoshie Itasaka-მ სხვადასხვა ფოტო გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს კულტურული სიმდიდრეები, გამორჩეული არქიტექტურა, ტრადიციული სამზარეულო, ბუნება და ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42