მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ. ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს ცვლილებად მან ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა. „უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდ უმრავლესობას შეუძლიათავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უმცირესობის უფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს პარლამენტის შიგნით“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განხსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლისუპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე. „არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, სერგო რატიანმა და აკაკი ბობოხიძემ ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა დეპუტატისთვისმიუღებელია ბონუს სისტემა. „ჩვენთვის მიუღებელია, რომ გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. ბონუს სისტემის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც გააკრიტიკა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგ საკითხებთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს. აკაკი ბობოხიძემ ახალი რედაქციით შემოთავაზებული პრეზიდნტის არაპირდაპირი არჩევის წესი გააპროტესტა. დეპუტატის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქციით შემოთავაზებულ წესზე, პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა. „კონსტიტუციის შინაარსი თქვენთან შეხვედრით ყალიბდება, რადგან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ პროექტი მოამზადა, ხოლო საბოლოო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრით და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხევს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისევის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






