ვაზიანში სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა
პოლიტიკა - 14:13, 19 May, 2017     813
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა. ქართული ქვედანაყოფების სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ვაზიანში შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც მიზნად ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა.

სწავლების დაგეგმარების პროცესში ორი უწყების ქვედანაყოფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც აღსრულების პროცესში პრაქტიკულად განახორციელეს. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ვაზიანში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ აეროდრომის ირგვლივ პერიმეტრი დაიკავა, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა ობიექტების შტურმი დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა.
4-დღიანი წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42