„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც მედიის კრიტიკა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რჩება ერთადერთი საშუალება - საერთაშორისო ბერკეტი. ვენეციის კომისიას აქვს რეკომენდაციის ძალა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. როდესაც საარჩევნო კოდექსზე იყო საუბარი ვენეციის კომისიამ დასკვნაში ჩაუწერა, რომ ჯერი მენდერინგის სისტემა არის თაღლითობა, ანუ ქართული ოცნება არის თაღლითი, ამაზე მძიმე ჩანაწერი რა შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით? ახლა ამიტომ ამ კონსტიტუციაზე რა დასკვნაც არ უნდა იყოს მიღებული ეს ქვეყნის იმიჯს შელახავს, აქედან გამომდინარე ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო შეცვალოს ის და იმუშაოს არა ვენეციის კომისიის დასკვნების მიხედვით, არამედ საზოგადოების დასკვნებით, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვენეციის კომისიისთვის კი არ არის, არამედ ეს არის თამაშის წესები საქართველოს მოქალაქეებისათვის.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






