"მივმართავთ ვენეციის კომისიას, დაგვიჭიროს მხარი საქართველოს კონსტიტუციის დაცვაში"- მაჭუტაძე
პოლიტიკა - 12:39, 19 May, 2017     1155
პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე ერთ-ერთი ხელმომწერია იმ წერილისა, რომელიც მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ სახელი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მაჭუტაძის განცხადებით მოძრაობის მიზანია, რომ კონსიტუციის დასაცავად მოხდეს საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირება და ამასთანევე ქართველი ხალხის გვერდით იყოს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებაც:

„ჩვენ ვუგზავნით ვენეციის კომისიას ერთობლივ წერილს, მივმართავთ ამ საერთაშორისო ინსტიტუციას იმისთვის, რომ დაგვიჭიროს მხარი საქართველოს კონსტიტუციის პოლიტიკური და იურიდიული დაცვის საქმეში. მთავარი არბიტრი, მთავარი განმსჯელი არის ქართველი ხალხი და ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება იყოს თავისი ინსტიტუტებით სწორედ ქართველი ხალხის გვერდით, იმ საქმეში რომელსაც ჰქვია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული, იდეური საფუძვლების დაცვა. ამიტომაც ჩვენც შევუერთდით ხელმოწერას და ვფიქრობთ ასეთი კონსოლიდირებული მოქმედებები მიგვიყვანს გამარჯვებამდე, კონსტიტუციის და სახელმწიფოს დაცვამდე. ვენეციის კომისიას ვუტოვებთ მოქმედების თავისუფლებას, მაგრმ ჩვენ უნდა ვაცნობოთ მას ქართველი ხალხის ურყევი და მტკიცე პოზიცია, რომელიც ამ ე.წ კონსტიტუციური ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითია.“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42