"ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია" - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში
პოლიტიკა - 10:29, 19 May, 2017     619
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე, გერმანელი დიპლომატის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია".

საბანაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირში.

„ეს არ იყო განცხადება, ეს არის მისი პირადი რეპლიკა, ეს ეპიზოდი საკმაოდ არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო შემაშფოთებელი. ყველა დიპლომატიური არხით მივიტანეთ ევროკავშირის ყურამდე ჩვენი შეშფოთება. მათი რეაგირება იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია და ბატონი ზალბერის ეს სპონტანური რეპლიკა შესაბამისობაში არ მოდის იმ პოზიციასთან, რომელიც მათ აქვთ,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს, დღეს თბილისში ელოდებიან.

გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. შემდეგ კი ზალბერი გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42