ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, ოპოზიცია რუსთავი 2-ის და იმ საქმეებს უკავშირებს, რადგან წოწორია განიხილავს.
ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ხელისუფლაბა მოსამართლეზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
“ნონა წოწორია იხილავს მთელ რიგ საქმეებს, რომელიც დისკომფორტის მომტანია ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, ეს არის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია.რუსთავი 2-ის საქმე ხელისუფლებისთვის ალბათ პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ყველაზე უფრო დიდი დისკომფორტის მომგვრელია. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იმის მაგივრად, რომ თავის საქმით იყვნენ დაკავებულნი, პირდაპირ არიან გადასული პოლიტიკურ ტერორზე, ივანიშვილის ოჯახის მომსახურებაზე“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ევროპული საქართველო მოსამართლის ოჯახის წევრი ჩხრეკას საშიშ ტენდენციას უწოდებს.
„ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, რასაც ვხედავთ ჩვენ ბოლო წლების მანძილზე თუ როგორ ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე ხელისუფლება,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
რუსთავი 2-ს უკავშირებს მოსამართლე წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორიც.
„პირდაპირ ვუკავშირებ რუსთავი 2-ის საქმეს იმიტომ, რომ ქართული ოცნებისდეპუტატები, ხელისუფლების წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე აპელირებდნენ იმაზე, რომ ეს საქმე სტრასბურგში ჩააწყო სწორედ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ ნონა წოწორიამ. მარტივი შურისძიების გზას დაადგნენ,“ - აცხადებს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






