,,ყველაფერი ანგარიშსწორებაა, ჩემი დის საწინააღმდეგოდ“ - ოთარ წოწორიას სახლში ჩრეკა 4 საათი გრძელდებოდა
პოლიტიკა - 09:13, 19 May, 2017     1848
4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა ბათუმში. ექსპერტ-კრიმინალისტებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

უწყების ცნობით ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა სახის ვაზნა. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოთარ წოწორიამ. ის მომხდარს დის საქმიანობას და მის მიმართ ანგარიშსწორებას უკავშირებს. წოწორია ცხადებს, რომ ამოღებული ნვთებიდან, მის საკუთრებაში არსებული ორი სანადირო თოფია.

ოთარ წოწორიას განცხადებით, ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. ის მომხდარს დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად აფასებს.

"ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ ანგარიშსწორებაა ყველაფერი. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ. სანადირო თოდები ნამდვილად ჩემია, მემკვიდრეობითი კუთვნილებაა, რეგისტრირებულია და არც არასდროს მისვრია, მაქვს შენახული როგორც სახსოვარი. დანარჩენი ნაპოვნი ნივთები, წარმოუდგენელი როგორც გაჩნდა ჩემთან. დაახლოებით თვენახევრის წინ იყვნენ მოსული ავტოფარეხში, შეამოწმეს და წავიდნენ" - აცხადებს ოთარ წოწორია.

ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, ერთი კვირაა ოთარ წოწორაი საცხოვრებელ სახლში არ ყოფილა. ,,საკუჭნაო იყო ღია საიდანაც ეს ნივთები ამოიღეს და თუ ვინმეს რაიმეს ჩადება უნდა ადვილად განახორციელებს. მან ეს ნივთები პირველად ნახა და აკეთებს დასკვნას, რომ ეს ფაქტი მისი დის საქმიანობას უკავშირდება“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენელიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42