"ემოციურად განადგურებული ვარ... 3 წლის პატარა ბაღიდან გამოვიდა და მანქანებით გადატვირთული ქუჩა გადაჭრა"
სოც.მედია - 20:19, 18 May, 2017     23945
თბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღიდან 3 წლის პატარა თვითნებურად გამოვიდა და მანქანებით გადატვირთული ქუჩა გადაჭრა.


მცირეწლოვანის დედა სოციალურ ქსელში ბაღის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ატირებული ბავშვი ორმა ქალბატონმა უკან, ბაღში დააბრუნა, თუმცა, შემთხვევის შესახებ ბავშვის ოჯახის წევრებმა არა ბაღის ადმინისტრაციისგან, არამედ ამ ქალბატონებისგან შეიტყვეს:

„დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას...

მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.

დაახლოებით 2 კვირის წინ

მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან

ძალიან ახლოს.შევთანხმდით , რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით , სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ

შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე

( ისე როგორც ყველა ტირის თავიდან)

დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე , გადაჭრა ქუჩა და dunkin donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს.

მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის,

ყველა მძღოლს , რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე , როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ

დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ. ბაღი ციცინათელა, ალ.ყაზბეგის 47. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს , თავს ვთვლი ვალდებულად თქვენი და თქვენი შვილების წინაშე!“- წერს მშობელი.

შენიშვნა: ფოტო რეალობას არ ასახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42