ფარცხალაძემ სილა არა ერთ ადამიანს, არამედ - მთელ საზოგადოებას, პარლამენტს და უმრავლესობას გააწნა - რატიანი
პოლიტიკა - 19:53, 18 May, 2017     1345
,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის შეფასებით, "ფარცხალაძემ ამ დღეებში სილა გააწნა არა ერთ ადამიანს, მან სილა გააწნა მთელ საზოგადოებას, პარლამენტს და უმრავლესობას"
„როდესაც ქვეყანაში უსმენდნენ უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა. მაშინ პარლმენტმა პასუხისმგებლობა აირიდა. ამის შემდეგ იყო ქმედება, რომელიც დაკავშირებული იყო ფარცხალაძესთან, როდესაც საქმე ეხებოდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თემას. ეს იყო ეგზოტიკური მოვლენა. ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებითაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადეთ. იყო შალვა თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე, სადაც მაღალი ალბათობით ჩართული იყო პროკურატურა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა და ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა გამოძიებაზე. გვსურდა საგამოძიებო კომისიის შექმნა რაფალიანცის საქმეზე. ამ საქმეში არის ორი უმძიმესი დანაშაული. ერთი დანაშაული არის ბავშვის მოკვდინება, მეორე კი უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ბინძურ ცილისწამებას ოპონენტების მიერ. ამასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვით.
იყო საყდრისის საქმეც, რომლის უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი. ამ მიმართულებითაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა. შემდეგ იყო სისტემურ კორუფციასთან დაკავშრებული საქმე, სადაც ისევ ფიგურირებდა ფარცხალაძე. ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. ამ ყველა კომისიის არ შექმნა ნიშნავს იმას, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებობს თეთრი ლაქები გამოუძიებელი საქმეებისა"
პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირაში უყრის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42