"დღესაც გრძელდება მუშაობა ანგარიშის საბოლოო ფორმაზე, რომელსაც კონკრეტული მტკიცებულებები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსაზრებები უნდა დაერთოს, ეს კი დროს მოითხოვს. მთავარი საკითხია, რატომ გაუკეთა მერიამ ფარცხალაძეს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ აკეთებს ხოლმე. მერიის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“-განაცხადა ფარცხალაძემ.
კითხვაზე, იცოდა თუ არა ოთარ ფარცხალაძემ, რომ მისი კომპანია მოკვლევის საგანი იყო, თორდიამ არ გამორიცხა, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ამის შესახებ იმ ობიექტიდან, კერძოდ კი კომპანიიდან შეიტყო, რომლის შემოწმებაც ხდებოდა.
"არც ის არის გამორიცხული, რომ უსმენდნენ იმ აუდიტორს, რომელიც ამაზე მუშაობდა", - განაცხადა ლაშა თორდიამ და აღნიშნა, რომ მუშაობის პერიოდში, პირადად ფარცხალაძესთან აუდიტის სამსახურს კონტაქტი არ ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები






