"10 წამში შემიძლია, ფარცხალაძეს და მის ადვოკატს ჩემზე უარესი დავმართო"- თორდია გამოძიებას არ ენდობა
პოლიტიკა - 18:09, 18 May, 2017     6499
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია მის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ გამოძიება შეგნებულად არასწორი მუხლით მიმდინარეოობს. თორდიას თქმით საქმეზე ძიება ისეთი მუხლითაა დაწყებული, რაც კამერის ჩანაწერების ამოღებას არ ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთ მტავარ მტკიცებულებას წარმოადგენს:

„გამოძიება, რომელიც დაწყებულია, დაწყებულია იმისთვის, რომ გამოძიება არ დასრულდეს და არ შედგეს. მუხლი რომლის კვალიფიკაციაც არის მსუბუქი და არ არის იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს კამერების ამოღებას. ანუ საგამოძიებო ორგანოსაც კი არ აქვს უფლება ამოიღოს კამერები. იქ რაც მოხდა იმის მთავარი მტკიცებულება გაქრება. ფარცხალაძის ადვოკატები აწარმოებენ გამოკითხვებს სადაც გაურკვეველი ადამიანები იძლევიან ჩვენებას, თუ როგორ ვიქცეოდი მე და გადავდივართ მსჯელობის სრულიად სხვა ასპექტში, სადაც საუბარია ვინ სვამდა ცქრიალა ღვინოს და ვინ როგორ იქცეოდა. საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოძიების ჩატარება არ უნდათ, არც იმის უფლება აქვთ რომ გამოკითხვები ამ ფორმით აწარმოონ, ეს საპროცესო წესებში არ ჯდება და არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართული.“- განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდიას თქმით ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს საქმის სხვაგვარად წარმართვა სურთ.

„დაიწყეს უაზრო საუბრები წამიერ შეხვედრაზე. დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი არ მიჩხუბია, 10 წამში შემიძლია მე, მარტომ ფარცხალაძეს და მის ადვოკატს დავმართო ჩემზე უარესი, რაც მათ დამმართეს. საუბრობენ იმაზე, რომ გავედი საპირფარეშოში, თავი ვურტყი კედელს და დაზიანებები თვითონ მივიღე, ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს. მთავარი თემა არის ის, რომ სპეციალურად გამოძიება არის იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება, რადგან გავიდეს დრო და ამ კამერების ჩანაწერები წაიშალოს. ეს არის ჩემი ერთადერთი მტკიცებულება. მათი მოწმეები იქნებიან ის ადამიანები, რომლებზეც მოახდნენ ზეწოლას, რადგან ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძის მაგიდაზე, გარდა მიშა ჩოხელისა, იყო კიდევ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა, მოადგილე, საგამოძიებოს უფროსი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ხელეწიფება ზეწოლის მოხდენა. ეს ადამიანები თავს გადაირჩენენ ყველანაირი ფორმით“- განაცხადა თორდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42