თავხედური განცხადებები - ენმ ჰერბერტ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკებებიდან მოხსნას ითხოვს
პოლიტიკა - 17:32, 18 May, 2017     1386
ნაციონალური მოძრაობა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის, ჟენევის მოლაპარაკებებიდან მოხსნას ითხოვს.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ამბობენ, რომ ზალბერის განცხადებები თავხედურია და ის არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.

„აღნიშნულ დიპლომატს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ მას შეუძლია, თავხედურად გააკეთოს განცხადებები, რომელიც სრულიად არ შეესაბამება ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას. ამიტომ მას არ შეიძლება, რომ ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ისაუბროს ევროკავშირის სახელით, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე და ერთადერთი ადეკვატური რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მოთხოვნა მისი მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ჩანაცვლების მისი სხვადიპლომატით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გუშინ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი საკონტროლო - გამშვები პუნქტი მოინახულეს, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მარტის თვეში დახურა. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42